,,ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ"– სააკაშვილი


     ,,ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ"-ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა პარტიის სახელით გავრცელებული ვიდეომიმართვისას ისაუბრა. 

     სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულად მძიმეა, ბიძინა ივანიშვილი კი მიზანმიმართულად აღარიბებს ქართულ ოჯახებს.
 
    ,,მინდა მოგმართოთ ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. მდგომარეობა არის კატასტროფული და გული მიკვდება, როდესაც ვუყურებ ქართული ოჯახების გაჭირვებას. ამ გაუარესებულ მდგომარეობას აქვს კონკრეტული გამომწვევი მიზეზი. ეს მიზეზი არის ის მაფია, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის მართვის პროცესში. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90–იანი წლების რუსეთიდან. კერძოდ ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს, და რამდენიმე ბანკის მეშვეობით დაკავებულია ქართული ეკონომიკის გაჩანაგებით, ყველაფრის ხელში ჩაგდებით. თითოეული ქართული ოჯახის ამ ბანკების მევალედ ქცევით"–აღნიშნა სააკაშვილმა.

     სააკაშვილის თქმით ხელისუფლებაში მისი დაბრუნების შემდეგ მინიმალური პენსია 400 ლარი, პოლიციელის მინიმალური ხელფასი 2000, ხოლო მასწავლებელთა მინიმალური ხელფასი იმ დღსვე 1000 ლარი გახდება. 

     ,,მე მიხეილ სააკაშვილი გეუბნებით, ამ მმართველობას გავაუქმებ. ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს. ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. ამის შემდეგ საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და ეს არის ძალიან ადვილი. ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც საქართველოში პენსია თერთმეტჯერ გაზარდა.

     მე ვაპირებ ამით დავკავდე მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს აღძრავენ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა, ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას მეგანვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად, მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით"– აღნიშნა მიხელ სააკაშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно