"ქართული მარშით" შეშინებულო ხელისუფლებავ, - "დასაჭერი კიდევ ბევრი გყავთ"– კირვალიძე


      გუშინ, დიდ ორშაბათს, სახალხო მოძრაობის „ქართული მარშის" კიდევ 2 წევრი დააპატიმრეს, რომლებიც ,,რუსთავი 2"-ის ოფისთან გამართულ ამასწინდელ საპროტესტო აქციაზე, ქრისტეს სახელის შეურაცხმყოფელ ტელე ჟურნალისტ გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ ქვეყნის კონსტიტუციის საფუძველზე ჰქონდათ! ამგვარად, არსებულმა ანტიდემოკრატიულმა და უკვე ანტიქრისტიანულმა ხელისუფლებამ, გუშინდლამდე 6 უსამართლოდ დაპატიმრებული "ქართული მარშის" წევრთა რაოდენობა 8 - მდე გაზარდა! მთვლემარე ქართულ საზოგადოებას შევახსენებ, რომ სახალხო მოძრაობა "ქართული მარში" შარშან ზაფხულში გამოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე და იმ საჭირბოროტო თემებზე მიუთითა ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, ჩვენი ერის არსებობისთვის:

     1. ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა! 2.ანტისაიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრება, მოძალებული უცხოელი არალეგალების შეჩერება და დეპორტაცია! 3. გეიპროპაგანდის წინააღმდეგ გამართული აქციები! 4. ნარკოტიკების ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოსვლები და საკანომდებლო ინიციატივები! 5. არაერთი ანტისოროსული აქტივობები! და სხვა ბევრი საპროტესტო განცხადება და ქმედება, რომლებიც ეროვნული მუხტით გაჯერებულ "ქართულ მარშს", სოროსულ-ლიბერასტული ხელისუფლება-ოპოზიციისათვის, რბილად რომ ვთქვათ, "უხერხულ წარმონაქმნად გადააქცევდა", რაც მომავალში მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა!

      აქედან გამომდინარე, არსებული მახინჯი, ანტიხალხური პოლიტიკური სისტემა ამოქმედდა და შეუდგა "ქართული მარშის" და მისი ორგანიზატორების დისკრედიტაციას, ყველა ხერხით და საშუალებით! ჰოდა, სხვა რომ ვერაფერი გამოჩხრიკეს, მთავარ "ბრალდებად" მარშელებს წაუყენეს "ბილწსიტყვაობა", იმ პოლიტელიტის და მლიქვნელი საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც მთავრობა-პარლამენტის და სხცა დაწესებულებების სივრცეებში და არა ქუჩაში, საჯაროდ, მასმედიის თანდასწრებით, ყოველგვარი მორიდების გარეშე თავად ბილწსიტყვაობენ!

      ბილწსიტყვაობა, რა თქმა უნდა მიუღებელი და დასაგმობია, მაგრამ ეს მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემაა და არა 8 თვის წინათ დაარსებული "ქართული მარშის"! ასე რომ, ნუ წამოეგებით ასეთ მარტივ სატყუარაზე, ძვირფასო საზოგადოებავ და ნუ დაუკრავთ ტაშს ხელისუფლებას, რომელიც თითქოსდა "გინებისთვის" 5 წლიან ციხეს უმზადებს პატრიოტ და მართალ ადამიანებს!
     
     დიახ, "ქართული მარშის" წინააღმდეგ მიმართულმა ორკესტრირებულმა კამპანიამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ სისტემამ "ჩართო თვითგადარჩენის რეჟიმი", რაც აუცილებლად მოითხოვდა "ქართული მარშის" იდეის და მისი ლიდერების სამაგალითო დასჯას! ვფიქრობ, რომ ახლა უკვე ყველასათვის ნათელია, რომ "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" და მისი ანასხლეტები, როგორც მოქმედი ანტიეროვნული სისტემის ორი ულტრალიბერალური დასაყრდენი, აუცილებლად ერთი ფრონტით გაილაშქრებდა ნებისმიერი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ, ვინც გაბედავდა და მათი მასაზრდოებელი სისტემის წინააღმდეგ წავიდოდა!.. დიახაც, ეს მოსალოდნელი იყო, ზუსტად ასე იწყებოდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმიც, როდესაც ხელისუფლება თავს ვერ ართმევს საშინაო თუ საგარეო პრობლემებს, იგი ძალადობაზე გადადის, ანუ ანტიხალხური მახინჯი პოლიტიკური სისტემა კიდევ ერთხელ ცდის საზოგადოების განწყობას რამდენად ადექვატურია იგი, - თუ "წაუყრუებს და შეეგუება" ძალმომრეობის ამ კონკრეტულ ფაქტს, მაშინ ძალადობის ნებისმიერ სხვა გამოვლინებასაც დაუხრის თავს!.. 

      მოკლედ, თუ საერთოდ მოკლედ, თუ საერთოდ არსებობს საქართველოში "თავისუფალი" საზოგადოება და მორწმუნე არაფარისეველი მრევლი, მაშინ ამ ამყრალებული სისტემის მიერ გადადგმულ ასეთ არაადამიანურ ნაბიჯებზე, მას დროული და მტკიცე რეაქცია უნდა ჰქონდეს!!!

      P.S. მივმართავ გონება წართმეულ ხელისუფლებას, თუ "დაჭერების მანიით შეპყრობილნი ბრძანდებით", მაშინ მინდა გაგახაროთ, რომ შარშან, სახალხო მოძრაობა "ქართული მარშის" 14 ივლისის საპროტესტო აქციაზე 12 000 მონაწილე გახლდით (შსს-ს მონაცემით), ჰოდა, "დასაჭერი კიდევ ბევრი გყავთ", - 11 992 ქართველი! აბა, თქვენ იცით, მაგრამ გახსოვდეთ,რომ ღმერთი დიდა და ხალხი სამართლიანი!...
ჯუმბერ კირვალიძე 
პოლიტოლოგი

 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно