,,მორჩი რა ყაყანს!"– გინება და ჩხუბი პარლამენტში


    პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე კომპანია „RMG Gold” -ის საქმიანობასთან დაკავშირებით მსჯელობას დაპირისპირება მოჰყვა.
     
    ჩხუბის მიზეზი გია გაჩეჩილაძის გამოთქმული ბრალდება გახდა ყოფილი ხელისუფლების მისამართით ,,კარგია თუ ვაშაძე გვეტყვის, 

    როგორ მოახერხა იუსტიციის სამინისტრომ ანტიკონსტიტუციური კანონის გაშვება"-მიმართა ვაშაძეს გაჩეჩილაძემ.
     
     ამის შემდეგ გიორგი გაჩეჩილაძეს ვაშაძემ უპასუხა, რომ კანონებს  პარლამენტი იღებს.
გაჩეჩილაძე ვაშაძის პასუხმა გააღიზიანა - "მორჩი რა ყაყანს", მიმართა ვაშაძეს გაჩეჩილაძემ და მისი მიმართულებით წავიდა. 
 
     ვაშაძემ და გაჩეჩილაძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

     კომიტეტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რომლის შემდეგ დეპუტატებმა კითხვების დასმა განაგრძეს, რასაც ისევ კამათი მოჰყვა. „დამნაშავეები რომ აქეთ გდებენ ბრალს, ეს არის მთელი უბედურება,"- აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно