ირაკლი კობახიძე პროფესორ მარტინ მორლოკს შეხვდა


     საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, დიუსელდორფის გერმანული და საერთაშორისო პარტიების სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელს, პროფესორ მარტინ მორლოკს შეხვდა.

     მხარეებმა საკონსტიტუციო რეფორმისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონმდებლობის რეფორმის აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა რეფორმის განხორციელებისას საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობა. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსიაც. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

     შეხვედრა ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно