,,ყველა ერი, რომელსაც აქვს მომავალი, ეთაყვანება იმ ადამიანებს, ვინც შესაძლებელი გახადა დღევანდელი დღე"– მარგველაშვილი


     საქართველოს პრეზიდენტმა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტისას, აბუ დაბიში გვირგვინით შეამკო ვაჰად ალ კარამას სამხედრო მემორიალი და სამშობლოსათვის თავგანწირულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

     გიორგი მარგველაშვილს მასპინძელმა მხარემ მემორიალი დაათვალიერებინა და მისი აგების ისტორია გააცნო.

     საქართველოს პრეზიდენტმა მემორიალის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა: - "დიდება სამშობლოსათვის და ხალხისათვის დაცემულ გმირებს. ყველა ერი, რომელსაც აქვს მომავალი, ეთაყვანება იმ ადამიანებს, ვინც შესაძლებელი გახადა დღევანდელი დღე! მათ სახელებს შთამომავლობა არ დაივიწყებს".

 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно