,,ყველა, ვინც ამბობს, რომ მე რამე დავაშავე, გაფარჩაკდა" - მიხეილ სააკაშვილი


     "Freedom House"-ის ანგარიშს, სადაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებსა და პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აფასებს. სააკაშვილის განცხადებით, მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ავტორი ბიძინა ივანიშვილია.

     გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება კვლავაც ისწრაფვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასამართლებისკენ.  

     „ახლა უკვე მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ეს საქმეები არის სრულიად უსაფუძვლო და ყველა, ვინც ამბობს, რომ მე რამე დავაშავე, გაფარჩაკდა "Freedom House"-ის ანგარიშით, ისინი ტყუილად არაფერს წერენ. დადასტურდა, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი პოლიტიკური დევნა. მინდა ვუთხრა ივანიშვილს, მევახშეს, რომელიც გვიშლის ხელს, რომ საქართველო წინ წავიდეს, ხალხს მივცეთ ხელფასები, შევაჩეროთ ქვეყნის დაცლა ხალხისგან, მე ყველა შემთხვევაში დავბრუნდები საქართველოში, ჩემს სამშობლოში, ჩემს საყვარელ ხალხთან და ყველა შემთხვევაში დავასრულებ მის კლეპტოკრატიულ, ოლიგარქიულ მმართველობას, ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ კურსს, რომელიც მას, მის მაფიას აქვს ახლა საქართველოში. ყველაფერი დადგება თავის ადგილზე,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/101329