ნამდვილად განსაკუთრებული უნდა იყო, სირიის დედაქალაქზე, რომ იერიში მიიტანო – რუსეთის საგარეო უწყება


     „სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული" გამოსცადეს, შემდეგ  „ისლამური სახელმწიფო," ახლა კი - „ჭკვიანი ამერიკული რაკეტები"– ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება აშშ–ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ სირიაში განხორციელებულ საჰაერო იერიშს

     სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქზე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ტერორისტული აგრესიის პირობებში გადარჩენას ცდილობს, იერიშია მიტანილი. ამის უკან დგანან ისინი, ვისაც მსოფლიოში ზნეობრივ ლიდერობაზე აქვს პრეტენზია და საკუთარ განსაკუთრებულობაზე საუბრობს. ნამდვილად განსაკუთრებული უნდა იყო, რათა იმ მომენტში, როდესაც სირიას მშვიდობიანი მომავლის შანსი გაუჩნდა, მის დედაქალაქზე დარტყმა მიიტანო. თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ქიმიურ შეტევას „მედიის, სიმპტომების შესახებ ინფორმაცია, ვიდეო და ფოტომასალა და სანდო ინფორმაცია" ადასტურებს. ამის შემდეგ ამერიკულმა და სხვა დასავლურმა მედიამ მომხდარში საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს. 15 წლის წინ თეთრმა სახლმა სახელმწიფო მდივანი და სინჯარა გამოიყენა, ახლა სინჯარის ნაცვლად ვაშინგტონი მედიას იყენებს" - წერს ზახაროვა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно