,,ივანიშვილის სასიძომ ვინმე ბახტაძემ, ოლიგარქის მევახშე ბანკებთან შეხვედრის შემდეგ, დაიცვა საბანკო სტრუქტურები"– სააკაშვილი


      ,,ივანიშვილის სასიძომ და ერთდროულად პრემიერობის კანდიდატმა, ვინმე ბახტაძემ, ოლიგარქის მევახშე ბანკებთან შეხვედრის შემდეგ, დაიცვა საბანკო სტრუქტურები და განაცხადა, რომ თურმე მე მინდა ნგრევა და მათ (ქოცებს) შენება," – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.
 
     სააკაშვილის განცხადებით, მის დროს რკინიგზის კაპიტალიზაცია მილიარდი დოლარი იყო, ხოლო ბახტაძის და უჩა მამაცაშვილის პერიოდში  100 მილიონამდე დაეცა.

     ,,აბა რა, სწორედ ქოცებმა ააშენეს ახალი ბათუმი, ქუთაისი, სიღნაღი, 150 საავადმყოფო, ახალი პოლიცია და ჯარი, ივანიშვილმა დააბრუნა ჩაბნელებულ საქართველოში დენი, ალბათ მის დროს გამყარდა ლარის კურსი და ქართული ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, ალბათ მან აღადგინა ბაგრატი და სწორედ მე, გავაკეთე 2 მილიარდი ხალხის გაჭირვების ხარჯზე ჩემს "ქართუ ბანკში", მე დავხურე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და მე გავაბანძე ლაზიკის პროექტი, ასევე მე დავათრევ ხეებს ჩემს საკარმიდამოში და დავთხარე მთელი საქართველო. 

     სხვათაშორის, ეს ბახტაძე, რკინიგზის კურატორია და ისე ცნობისთვის, ჩემს დროს, საქართველოს რკინიგზის კაპიტალიზაცია იყო მილიარდი დოლარი და მას შემდეგ, რაც უჩა და ბახტაძე მართავენ სფეროს, ის დაეცა 100 მილიონამდე, მაგრამ 900 მილიონის მათ ჯიბეში გადასვლა რა სახსენებელია, მათი აღმშენებლობის ფონზე,"– წერს სააკაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно