დიდმა შვიდეულმა კრემლის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას მხარი დაუჭირა


    დიდმა შვიდეულმა კრემლის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას მხარი დაუჭირა.

    გადაწყვეტილება 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ტორონტოში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

    კანადის საგარეო უწყების მიერ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ „ჯი-7"-ის წევრებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო, კრემლის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

    შეერთებული შტატების წარმომადგენლის განცხადებით, დიდი შვიდეულის წევრების რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნის მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის მცდელობების გამო რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაგმეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно