,,მაჩალიკაშვილის განცხადებები უკვე ძალზედ საშიში და კანონსაწინააღმდეგო ხდება"- ნიკოლოზ მჟავანაძე


        ,,ჯერ საქართველოს პანკისის ხეობის დაკარგვით დაიმუქრა, ახლა საქართველოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა არ გამორიცხა ცოტა მეტისმეტი ხომ არაა," – ასე ეხმაურება ,,უფლებადამცველთა გაერთიანების"თავმჯდომარე მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

        მჟავანაძემ აღნიშნულ თემაზე ,,რუსთავი– 2"– ის გადაცემა ,,კურიერ P.S"-ში ისაუბრა. 

     ,,მტერსაც არ ვუსურვებ შვილის დაკარგვას, მაგრამ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებები უკვე ძალზედ საშიში და კანონსაწინააღმდეგო ხდება.ჯერ საქართველოს პანკისის ხეობის დაკარგვით დაიმუქრა, ახლა საქართველოს წინააღმდეგ დანაშაული ჩადენა არ გამორიცხა ცოტა მეტისმეტი ხომ არაა.

     ,,ჯერ იყო და ორი თვის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოსთვის პანკისის ხეობის დაკარგვა დაანონსა, შემდეგ ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეების და მათი ოჯახების მიმართ მუქარა განახორციელა, ორიოდ დღის წინ კი ,,რუსთავი 2"-ზე ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაც არ გამორიცხა’’ . ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ქმედებებს და დღეს თუკი ამ სიტყვებისთვის ის პასუხისგებაში არ ეძლევა, ამის ერთადერთი ახსნა ისაა რომ როგორც ყველა, გამოძიებაც შედის მალხაზ მაჩალიკაშვილის მდგომარეობაში შვილის დაღუპვის გამო. 

    მჟავანაძის განმართებით ,,საქართველოს ნამდვილად არაფერი დაუშავებია პანკისის ხეობის მკვიდრისთვის რომ ხან ხეობის საქართველოდან გამოყოფა და ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა დაგეგმოს. აბსურდის თეატრს ემსგავსება ასევე ის ბრალდებებიც რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი დროდადრო აჟღერებს":

      ორიოდ დღის წინ რუსთავი 2-ის ეთერში ახალი ვერსია შესთავაზა საზოგადოებას მალხაზ მაჩალიკაშვილმა. განაცხადა რომ სპეცოპერაციისას მის და მისი დედის მიმართ იარაღით ღირსებაშემლახველი ქმედება ჩაიდინეს. სპეცოპერაციის დროს იმყოფებოდა ოჯახის თითქმის ყველა წევრი, შემდგომ თემირლანის ინტერესების დამცველად წარმოგვიდგა ასევე რამდენიმე ადვოკატი და ხუთი თვის მანძილზე არავის მსგავსი ფაქტის შესახებ არ უსაუბრია.

     ასევე ნაკლებად სარწმუნოა ის განცხადებაც თითქოს სახლი აერიათ სპეცრაზმელებს, რადგან როგორც ირკვევა როგორც სახლის ჩხრეკაზე ასევე სხვა საგამოძიებო მოქმედებებზე წინასწარ იქნა აღებული სასამართლოს განჩინება.

      დაცვის მხარის მიერ პოზიციების ცვლილებაც ძალზე დამაფიქრებელია, ჯერ იძახდნენ თემირლან მაჩალიკაშვილს ეძინაო, მერე თქვეს მობილური ეჭირაო და მესიჯობდაო, ბოლოს ალბათ მივლენ იმ ვერსიამდეც რომელსაც გამოძიება ამტკიცებს რომ თემირლანს ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

      თურმე ხუთი თვის შემდეგ გაიხსენა ოჯახმა რომ სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციაზე იმყოფებოდა პანკისის ხეობაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის დროს. დაბალი, ქურთუკში ჩაცმული კაცი ეხლა გაიხსენა ოჯახმა. ისე რუსთავი 2 -ის კადრებიდანაც ჩანს რომ სოსო გოგაშვილი ნამდვილად არა დაბალი, ის ქურთუკი საინტერესოა კიდევ რა მახასიათებელით ამოიცნეს ალბათ ქურთუკზე ეწერა სოსო გოგაშვილის ინიციალები. გაუგებარია რით უნდა აიხსნას ხუთი თვის თავზე ამ აბსურდული ვერსიის წამოწევა.

     გასაგებია, რომ ძალზედ რთულ მდგომარეობაში იმყოფება დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი, მაგრამ უპრიანია ის დაელოდოს გამოძიების დასრულებას მითუმეტეს საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სავარუდოდ ყველაფერს ნათელი მალე უნდა მოეფინოს. ის განცხადებები კი რომელიც ისმის მისგან არც თავად მას და არც გარდაცვლილს ნამდვილად არ წაადგება,"- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно