,,პარტნიორები ძალიან ახლოს და ზედმიწევნით ადევნებენ თვალს ქვეყნის შიდა მოვლენებს" – ანა ნაცვლიშვილი


     გიორგი მარგველაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხები განიხილა.

     საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის შეკრების ფარგლებში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა.

     შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ესწრებოდნენ, განიხილეს ის საკითხები, რომლებიც საქართველოს წინაშე მდგარ საგარეო გამოწვევებსა და ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გარემოს შეეხება.

     ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქვეყნის შიგნით დემოკრატიის წინაშე არსებულ პრობლემებს, ასევე მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული პრობლემებს, ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებასა და ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

     "ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ საქართველოს საგარეო საკითხებით და რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებით, არამედ ჩვენი საგარეო პარტნიორები ძალიან ახლოს და ზედმიწევნით ადევნებენ თვალს იმ პროცესებს, რომლიც ქვეყნის შიგნით ვითარდება და რამდენად არის ეს პროცესები შესაბამისი დემოკრატიის მაღალ სტანდარტთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно