სერჟ სარგსიანი თანანმდებობიდან გადადგა


     სომხეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება სომხეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 
     
     ,,ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

     სარქსიანი გადადგომაზე ჯერ კიდევ გუშინ უარს აცხადებდა. სომხეთის სამართალდამცველებმა გუშინ აქციების ორგანიზატორი და ოპოზიციის        ლიდერი მირზოიანი დააკავეს. ის საპატიმროდან დღეს დილით გაათავისუფლეს.

     მანიფენსტანტების მხარეს დღეს დილით სამხედროებიც გადავიდნენ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно