,,ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის ხარჯზე"– ზურაბ აბაშიძე


      ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის ხარჯზე– აღნიშნული განცხადება პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვას საპასუხოდ გააკეთა. 

     აბაშიძის განმარტებით საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დათმობებზე არ წასულა.

     „სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მხარე რამენაირად აირიდებს თავიდან პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ჩვენი ფორმატი ითვალისწინებს უფრო პრაქტიკული საკითხების განხილვას, მაგრამ ჩვენ იქ არ გავურბივართ, ჩვენი მხრიდან რთული საკითხების წამოჭრას, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას,"-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно