,,სამეგრელო ის რეგიონია რომელმაც იცის, როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა"– კალაძე


       ,,სამეგრელო ის რეგიონია, რომელმაც კარგად იცის როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა. ძალიან რთული იყო მაშინ განსხვავებული აზრის ხმამაღლა დაფიქსირება, თუმცა სამშობლოს სიყვარულით თქვენ ეს შეძელით. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ, შეგვეცვალა ძალადობრივი რეჟიმი" – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ზუგდიდში რეგიონალურ კომპერენციაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა. 

      კალაძის თქმით, რეგიონებში განხორციელებული პროექტების მიუხედავად ეკონომიკური განვითარება მთავარი გამოწვევაა.

      ,,ბოლო წლებში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა რეგიონში, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ეკონომიკური განვითარება. ქვეყანას სჭირდება ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი ეკონომიკა უნდა გახდეს რეგიონების და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საფუძველი. 

     ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, თავისუფალი მოქალაქეებით, სადაც კანონი იქნება უზენაესი. ამაში კი თითოეული მოქალაქის როლი არის განსაკუთრებული"–განაცხადა კახა კალაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно