„ბოლო დროს მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა, არასათანადო ფორმით მოხდა"- სოფო კილაძე


      ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში არსებული რელიგიების და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისგან დაცვას. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.

      სოფო კილაძის განცხადებით, გახშირებულად ისმის შეურაცხყოფა სხვადასხვა ადამიანების რელიგიური გრძნობების მიმართ. 

     „ბოლო დროს მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არასათანადო ფორმით მოხდა. ეს იყო ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ადამიანების მოსაზრებას და ვუერთდები მათ. ამავდროულად, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იყო ტოლერანტობისა, პატივისცემისა და სიყვარულის მაგალითი, მათ შორის სხვადასხვა სარწმუნოებიბის მიმართ. ძალიან ბევრი რელიგია გვერდიგვერდ სიყვარულითა და პატივისცემით თანაარსებობდა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენს ისტორიაში", - განაცხადა სოფო კილაძემ. 

      მისი მოსაზრებით, აუცილებელია ამ საკითხის დარეგულირება, რათა სხვადასხვა მრწამსის მქონე ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно