,,მდიდრდება ივანიშვილი და მისი საბანკო ოლიგარქიული მაფია" - ენმ "პროგრეს ბანკს" 12 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს


     "ნაციონალური მოძრაობა" "პროგრეს ბანკს" დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

      პარტიაში აცხადებენ, რომ 12 მილიონი ამერიკული დოლარი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ ბანკის მეშვეობით გაათეთრა.

     „ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურასა და ეროვნულ ბანკს ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებს.

     „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის საერთაშორისო თაღლითური სქემით ამ ბანკის გამოყენებით მოხდა 12 მილიონი ამერიკული დოლარის გათეთრება. დღეს ჩუმად მიმდინარეობს პროცესი, როდესაც „თიბისი" ბანკი ყიდულობს ამ კრიმინალური ისტორიით დატვირთულ პროგრეს ბანკს. ასეთი სქემებით მდიდრდება ივანიშვილი და მისი საბანკო ოლიგარქიული მაფია, ხოლო ხალხი ეწირება ივანიშვილის პირად ინტერესებს"- აცხადებს ოთარ სირაძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/102449