ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება


     ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება– ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

     კვირიკაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს უახლოეს დღეებში ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.
 
    „დადგა აუცილებლობა მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია ქართული ოცნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით. ყველასთვის ნათელია რამდენად  დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის ბატონი ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ რომ მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ რომ მან თანხმობა განაცხადა"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно