,,გვინდა პარტიის როლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის განვითარებაში"– კალაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე


      დედაქალაქის მერი კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება. კალაძის განმარტებით, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანაში პარტიის როლის გაძლიერებით იყო განპირობებული. 
 
     „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააჟღერა პრემიერ მინისტრმა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებასთან დაკავშირებით.  ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. ამას თავის პროცედურები აქვს - იქნება წარდგენილი პოლიტსაბჭოზე და პოლიტსაბჭოს ყრილობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება.

     ძალიან მიხარია, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნდა, როგორც პარტიის თავმჯდომარე. დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმიტომ რომ ჩვენ გვინდა პარტიის როლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის განვითარებაში ახალი იდეებით და მზად ვართ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ პარტიული განვითარება და პარტიული ცხოვრება"-განაცხადა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно