,,ივანიშვილი იძულებულია პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს"– სააკაშვილი


     ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილის აზრით, ივანიშვილი იძულებულია პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს, თუმცა იგი პოლიტიკას ვეღარ განკარგავს. 
     
     ,,ივანიშვილი ბორგავს, მის წინააღმდეგ საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული, იძულებული ხდება გამოვიდეს ხეების ჩრდილის კომფორტიდან და პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ის ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი. საქართველოში ხელისუფლებას წელსვე დაიბრუნებს ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უმოწყალოდ ძარცვავს თავისი ბანკების მეშვეობით. ჩვენ წელს დავასრულებთ ერთდროულად ივანიშვილის მმართველობას და ხალხის გაჭირვებას, – აღნიშნავს სააკაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно