,,ნატო მხარს უჭერს საქართველოს და საქართველოც დიდ მხარდაჭერას უწევს ალიანსს"- სტოლტენბერგი


      ,,ნატო მხარს უჭერს საქართველოს და საქართველოც დიდ მხარდაჭერას უწევს ალიანსს"– ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
     
     იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი წევრობისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პროგრესს მიესალმება.

     „საქართველო ნატოს მჭიდრო პარტნიორია. უამრავ სხვადასხვა აქტივობებში ვართ ჩართული, რომ უზრუნველყოთ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა. მივესალმებით, რომ საქართველო პროგრესს აღწევს წევრობისკენ მიმავალ გზაზე და დარწმუნებული ვარ სამიტზე ეს პროგრესი აღიარებული იქნება. მივესალმებით იმასაც, რომ თანამშრომლობის ბევრი ბერკეტი გვაქვს.

     ვეხმარებით საქართველოს რეფორმების გატარებაში შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად და მისი დონის ასამაღლებლად. ვატარებთ ერთობლივ წვრთნას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს და საქართველოც დიდ მხარდაჭერას უწევს ალიანსს" -განაცხადაბ სტოლტენბერგმა.
 
     შეგახსენებთ, რომ ხვალ ნატოს შტაბბინა მინისტერიალს უმასპინძლებს. შეხვედრას ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
 
 
 
 
 
 
 
 
 




    
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно