,,ჩვენ მთავარ შულერს მაგიდა უნდა ავუყირავოთ"– სააკაშვილი უგულავას დახმარებას სთხოვს


     საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანი-ხონის არჩევნებში გიგი უგულავას დამარცხებას გამოეხმაურა. სააკაშვილი უგულავას თანაპარტიელებთან ერთად, ხელისუფლების განდევნაში დახმარებას სთხოვს.

     ,,მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ!

     სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში"– აღნიშნავს სააკაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно