გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა


     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელს, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. 

     მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს. ვეს მიტჩელი მონაწილეობას მიიღებს სახალხო დიპლომატიის ფორუმში, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно