„ათი წლის წინ ამ ადგილას ომი იყო, მინდა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს"– უეს მიტჩელი


     ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, საოკუპაციო ზოლთან მდებარე, სოფელ ოძისში ჩავიდა.

     ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიოს რუსული აგრესია არ დავიწყებია.

     მიტჩელმა კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ბუქარესტის შეთანხმება. მიტჩელის თქმით, რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება.

     „ათი წლის წინ ამ ადგილას ომი იყო. დღეს მე აქ ვიმყოფები, სწორედ იმიტომ, რომ შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს. ჩვენ არ ვცნობთ ამ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს.  ძალიან გვაღელვებს იმ ქართველების უსაფრთხოების მდგომარეობა, რომელიც ცხოვრობენ ამ ხაზის მიღმა.

     "ვგმობთ, ნებისმიერ ქმედებას, რაც ეხებოდა ქართველების დაკავებას, წამებას,  მკვლელობას და ვუსამძიმრებთ ამ ადამიანების ოჯახებს. მოვუწოდებთ, რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები, რაც მან აიღო და წაიღოს უკან ამ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება.

     აშშ არის ერთგული საქართველოს უსაფრთხოების მიმართ, ვაფასებთ ძალისხმევას, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობისგან, პარლამენტისგან და ხალხისგან, რომ დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები და იყოს წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა,"- განაცხადა უეს მიტჩელმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно