„სამწუხაროდ ქართული ოცნება“ როგორც ინსტიტუცია ვერ ჩამოყალიბდა"– კვირიკაშვილი


     „პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული მომავალი პარტიული საქმიანობის საკითხები. მე უკვე გავაკეთე კომენტარი და ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საერთოდ, სამწუხაროდ დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია, „ქართული ოცნება" ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა და ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს"- ეს კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დღევანდელ პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით გააკეთა.
     
     ,,ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. განხილული იქნება სამომავლო პერსპექტივები, პარტიის გაძლიერება, რა თქმა უნდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.

     რაც შეეხება ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პრემიერ-მინისტრის პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ყოფნასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა - „დიახ, რა თქმა უნდა კი".
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно