საქართველოს გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან


     5-12 მაისს, საქართველოს  გაერო-სთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან. საინფორმაციო ტურის ფარგლებში უცხოელი დიპლომატები გაეცნობიან საქართველოს, მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ტურისტულ პოტენციალს.
 
     ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან ასევე პრემიერ მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეტა მინისრთან. გაეროს ელჩები მოინახულებენ იუსტიციის სახლს და ეწვევიან წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს. გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები მოინახულებენ ოკუპაციისა და ეროვნულ მუზეუმებს. მუდმივი წარმომადგენლები თბილისის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან.
 
     გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, ასევე ეწვევიან ქ. ბათუმს, სადაც შეხვედრებს გამართავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, მოინახულებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სარფის გამშვებ პუნქტს. ვიზიტის ფარგლებში ელჩები ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმსაც დაათვალიერებენ და ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან. სტუმრები ასევე ეწვევიან კახეთის რეგიონს, სადაც გაიმართება შეხვედრები საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კახეთის მთავრობის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია კახეთის ღირსშესანიშნაობების მონახულება და კულტურული აქტივობების გაცნობა.
 
     აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ორგანიზაციაში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში ყოველ წელს სტუმრობენ. ტური მიზნად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ასევე გაეროს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно