როდის დაასახელებს ,,ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს? – გია ვოლსკის პასუხი


       „საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში დავასახელებთ,"– ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

     ვოლსკის განმარტებით, მედიაში პერიოდულად კონკრეტული ადამიანების გვარები სახელდება, რასაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
 
     „საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში დავასახელებთ. ამ განცხადების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ აქამდე გამიზნული და დაგეგმილი არავის დასახელება არ არის. მედიაში პერიოდულად ადამიანების გვარები სახელდება და ვარაუდების გაზიარება ხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია", – დასძინა ვოლსკიმ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно