,,გპირდებით, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით" – გახარია


     ,,გპირდებით, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით," – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

      გახარიამ პროტესტის მონაწილეებს შეახსენა, რომ თუ კონკრეტული დაპირებები არ შესრულდება, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეიკრიბონ პარლამენტის წინ. 

     ,,ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ეს საღამო მშვიდობიანად დავასრულოთ. მეორე, თქვენ იცით, რომ მეორე დღეა, გამოხატვის თავისუფლება აქ არავის შეუზღუდავს. იცით, რომ თითოეული პოლიცია ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. იმისთვის, რომ ყველამ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენ წინაშე ერთობლივად დგას, უნდა გადავინაცვლოთ უფრო სამუშაო რეჟიმში. გპირდებით, ხვალ დილით ათ საათზე თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც თქვენ აირჩევთ, დეტალურად განვიხილავ პარასკევი დღის ყოველ წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელზეც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ უფლება დაირღვა, იქნება უფლებააღდგენილი. გპირდებით, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ასევე ვთანხმდებით, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ ისევე შევიკრიბოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას,"- აღნიშნა გახარიამ.  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно