შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შექმნა


    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

    „ჩვენ პირობა დავდეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყებოდა თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას. ზუსტად ერთი თვის თავზე წარმოვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, პირველი ნაბიჯი გადაგვედგა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით, რამეთუ კარგად გვესმის, კრიმინალთან ბრძოლაში არც ერთ ჩვენს მიღწევას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი არ იქნება შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის. გვესმის, რომ თქვენთან პარტნიორობის გარეშე ამ ამოცანების მიღწევა რთული იქნება," - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

    პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно