არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე – შსს სალარიძეს სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს


     შსს–ს ინფორმაციით არსებობს ზაზა სალარიძის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე. 

     შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სალარიძეს მოწმეთა სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებში ჩართვას სთავაზობს. 

     ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული:
      
     ,,არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს,"– ნათქვამია განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно