უფლებადამცველი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ითხოვს


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს მამუკა ვასაძეს მიმართავს.


     უფლებადამცველი სამაუწყებლო კომპანია ,რუსთავი 2"–ის დირექტორის მხრიდან მთვარისა ნავერიანის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ითხოვს.

 

     ,,ამა წლის 31 მაისს, მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, რუსთავი 2 გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ კი ფიზიკური დაზიანება მიაყენა მოქალაქე მთვარისა ნავერიანს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 (ძალადობა) მუხლით. მთვარისა ნავერიანს ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა ის დაზიანებები რომელიც ნიკა გვარამიამ მას მიაყენა 31 მაისს. მიუხედავად ამისა, გამოძიების მიერ დღემდე დაზარალებულად არ არის ცნობილი მთვარისა ნავერიანი, ხოლო ნიკა გვარამიას მიმართ ბრალი ჯერ-ჯერობით წაყენებული არ არის განხორციელებული ძალადობის გამო.

     მოვითხოვთ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდეს შესააბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით"– ნათქვამია ნიკოლოზ მჟვავანაძის მიერ გავრცელებულ წერილში. 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно