სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს


      ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია – აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. 
      მისი თქმით, ბოლო პერიოდში ათეულობით მოძალადე იქნა დაკავებული და მომავალშიც, მსგავს ფაქტებზე მყისიერად მოახდენენ რეაგირებას. 
      სამართალდამცველებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხში, რუსთავში, ხაშურში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენსა და ახალქალაქში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 14 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

скачать dle 11.0фильмы бесплатно