ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა მარგოშვილმა ჩატაევთან კავშირი დაადასტურა


     ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დუმილს არღვევს. რამაზ მარგოშვილმა სასამართლოს დღეს პირველი ჩვენება მისცა.

     ბრალდებული აცხადებს, რომ ის ჩატაევს იცნობდა, მასთან სირიაში 2015 წელს იმყოფებოდა.
მარგოშვილი ამბობს, რომ ჩატაევის თხოვნით მას ფინანსური პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარებოდა, თუმცა დაკავებული აცხადებს, რომ ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან არავითარი კავშირი არ აქვს. 

     რამაზ მარგოშვილმა სასამართლოს ჩვენება გირაოთი გათავისუფლებული შავხალ ქავთარაშვილის წინააღმდეგაც მისცა.

     იმის გამო, რომ პროცესები დახურულია დეტალებზე არ საუბრობენ ადვოკატები, თუმცა ამბობენ რომ მარგოშვილის ჩვენების საფუძველზე ქავთარაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე უნდა დაიწყოს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/108665