შსს–მ თბილისში მომხდარი ქურდობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული კ.ტ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     სამართალდამცველებმა კ.ტ. იმ დროს დააკავეს, როცა იგი წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკიდან" ფულის მოპარვას ცდილობდა. ბრალდებულმა ბანკის შენობაში კარის დაზიანებით შეაღწია, მოლარე-ოპერატორის უჯრიდან ამოიღო, გამოიტანა ფული და გაქცევას ცდილობდა. პოლიციამ კ.ტ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

     გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно