საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამედროვე სახანძრო ავტომობილს მიიღებს


     იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამედროვე სახანძრო ავტომობილს მიიღებს, ხოლო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სააგენტოს თანამშრომლები იაპონიაში თეორიული გადამზადების კურსში ჩაერთვებიან.


     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში იაპონიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტადაჰარუ უეაჰარს შეხვდა.


     გიორგი მღებრიშვილმა ელჩს სამსახურში მიმდინარედა დაგეგმილი რეფორმები გააცნო და სტუმრებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახა.


     „სამსახურის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება საერთაშორისო თანამშრომლობა იქნება, რაცმოიცავს მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან ოპერატიული დასტრატეგიული თანამშრომლობის სწრაფ და ეფექტურ კოორდინირებას, კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას დაშესაძლებლობების ზრდას"- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა ელჩთან საუბრისას.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно