საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა


     სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა - ვახტანგ გომელაურმა და ალბანეთის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელმა -დორიან ტოლამ ,,საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

     შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას. შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში.

     ალბანეთის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა და დორიან ტოლამ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно