ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ ცოლ-ქმარს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


     ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები, ცოლ-ქმარი  მ.ა. და ლ.ს. დამნაშავედ ცნო.  

     სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა,  რომ ლ.ს.-მ და  მ.ა.-მ უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, ლ.ს. - 0,94486 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს", ხოლო მისი მეუღლე მ.ა. - 2,79087 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს". აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ლ.ს.-სგან  და  მ.ა. -სგან   სამართალდამცველებმა 2018 წლის 4 თებერვალს ქ.ბათუმში ამოიღეს. 

     მ.ა.-ს და ლ.ს.-ს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6  ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

     ბათუმის  საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно