შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 3 პირი დააკავა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1981 წელს დაბადებული დ.წ., 1989 წელს დაბადებული ა.გ. და 1979 წელს დაბადებული თ.გ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

     სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

     გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно