სუს-მა ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დააკავა


     სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დააკავა. ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

     ქობალია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეში ფიგურირებდა. რამდენჯერმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

     სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პირველ ნოემბერს დააკავეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно