გაჩიანის სასაფლაოსთან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს


     გაჩიანის სასაფლაოსთან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 6 პირია დაკავებული.

     ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

     უწყების ცნობით, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.

     „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გაჩიანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს.

     "პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.

     "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გაჩიანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  შესაძლო ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, ბოლო 10 დღეა პატრულირებენ.  სამართალდამცველები 24-საათიან რეჟიმში პატრულირებას განაგრძობენ და შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  ყველა შესაძლო ფაქტი ოპერატიულად იქნება აღკვეთილი," - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

     10 დღეა, გაჩიანის მცხოვრებლები სოფლის სასაფლაოს იცავენ. მიზეზი ნარკოტიკის გაყიდვაა. ადგილობრივები ცდილობენ, ადგილზე ნარკოვაჭრობა შეზღუდონ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно