ბელგიაში 27 წლის ქართველმა ბანკი გვირაბის გამოყენებით გაძარცვა


      ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ბანკის ფილიალის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 27 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.

     დაკავებული წარმოშობით ქართველი ბელგიის მოქალაქეა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანტვერპენის პროკურატურის განცხადებით, ბანკის ძარცვისა და მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბების საქმის გამოძიება გრძელდება.

     გამოძიება ვარაუდობს, რომ ბანკის ძარცვაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.

     ანტვერპენში ბანკის „ბი-ენ-პი პარიბას ფორტისი" ფილიალის გაძარცვის შესახებ, ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა. მძარცველებმა  შენობაში გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეაღწიეს.

     ბანკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული საცავებიდან. ასევე უცნობია, რამდენი საცავია გატეხილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/belgiashi-27-wlis-qartvelma-banki-gvirabis-gamoyenebit-gadzarcva/