საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს


     წითელი ხიდის სასაზღვრო სექტორზე, „სადახლოს" დასაცავ მონაკვეთზე ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის სამი, ინდოეთის რესპუბლიკის სამი და იემენის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა ავრცელებს.

     უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно