ხაბეიშვილი პროკურატურას გიორგი ტყემალაძის მიმართ გამოძიების დაწყებას სთხოვს


     ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ლევან ხაბეიშვილი პროკურატურას გიორგი ტყემალაძის მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით გამოძიების დაწყებას სთხოვს.


     პარტიაში ვარაუდობენ, რომ გიორგი ტყემალაძემ კანონი დაარღვია, როცა ყველანაირი არგუმენტის გარეშე რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე, სადაც მეტროსადგურ ”ვარკეთილში” მომხდარ შემთხვევაზე უნდა ემსჯელათ, უარი განაცხადა.


     "საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატების ხელფასებს, პრემიებს დანამატების გაზრდას, როცა საქმე ეხება მათ პირად კეთილდღეობას ბიძინა ივანიშვილს - ამ შემთხვევაში ისინი რიგგარეშე სხდომას ნიშნავენ ხოლმე. როცა საქმე ეხებოდა ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევას და ჩვენ რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ვითხოვდით, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დაარღვია კანონი და მოგვწერა უარი ჩვენს განცხადებაზე.

 

     შესაბამისად, ეს არის თანამდებობრივი გულგრილობა, რომელიც 342-ე მუხლით ისჯება სამი წლის ვადით პატიმრობით. ამიტომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, იყო თუ არასამსახურეობრივი გულგრილობა, რომელიც გამოიჩინა გიორგი ტყემალაძემ მაშინ, როცა ჩვენმა ფრაქციამ მიმართა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნისთვის,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

скачать dle 11.0фильмы бесплатно