შსს–მ წყალტუბოში ყაჩაღობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული ვ. ყ. და 2001 წელს დაბადებული გ. კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წყალტუბოში დააკავეს.

     გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ვ.ყ. და გ.კ. ქალაქ წყალტუბოში, ორ სასურსათო მაღაზიაში შეიჭრნენ და გამყიდველებს დანის მუქარით ფული მოსთხოვეს, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

     პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღბები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

     გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно