გიორგი გახარია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა


     შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას და თანამშრომლებს შეხვდა.

     შინაგან საქმეთა მინისტრი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.

     გიორგი გახარიამ ხურვალეთის და ერედვის რაიონული სამმართველოს ნადარბაზევის საგუშაგოებიც მოინახულა. მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნისა და არსებულ გამოწვევებზე რაციონალური რეაგირების მნიშვნელობას.
 
 
 
 
 
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно