ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს


     31 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე", ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (22 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები  გამოვლინდა.

     საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

     ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно