სადახლოზე, წითელ ხიდსა და ლაგოდეხში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს


     6-10 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო", „წითელი ხიდი" და „ლაგოდეხი", არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური  დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3,420 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

     საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно