საჭესთან სიმთვრალის ან ალკოტესტირებისგან თავის არიდების 36 571 ფაქტი გამოვლინდა


     საგზაო მოძრაობის ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, პატრულმა ავტომობილის მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის ან სიმთვრალეზე შემოწმებისთვის თავის არიდების 36 571 ფაქტი გამოავლინა.

     სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის ივლისიდან ავტომობილის მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის ან გადამოწმებისგან თავის არიდების 10 169 ფაქტი დაფიქსირდა. 2018 წლის განმავლობაში მონაცემები გაორმაგდა და 20 244 შემთხვევა გამოვლინდა.

     რაც შეეხება 2019 წელს, მარტის ჩათვლით საჭესთან ალკოჰოლური სიმთვრალის ან გადამოწმებისგან თავის არიდების 6 158 ფაქტი გამოვლინდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv