საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა


    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. 
    საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატიურად ასაღებდა კუსტარული წესით დამზადებულ ყალბ 100 და 50 ლარიან კუპიურებს. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია გასაღებული ყალბი ლარის ბანკნოტები. 
    საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно