შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი განაგრძონ მშვიდ ვითარებაში – ვაჟა სირაძე


     საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

     მისი თქმით, პოლიციის წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის ფაქტზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

     „აქციის მონაწილეები, როდესაც იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას, შეეძლოთ მათ გამოეხატათ პროტესტი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და შეეძლოთ განეგრძოთ მშვიდ ვითარებაში. შემდეგ, გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც მოვუწოდეთ გადასულიყვნენ გზიდან. გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნებ დაკავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი განაგრძონ მშვიდ ვითარებაში. ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

     პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კორდონი აქვს გაკეთებული, რათა საავტომობილო მოძრაობა არ შეიზღუდოს.

     ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ. ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას აპროტესტებენ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/123463/shss-aqtsiis-monatsileebs-moutsodebs-parlamentis-shesasvlelebi-ar-chaketon