სასამართლომ დის მკვლელობაში ბრლალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


     თბილისის საქალაქო სასამართლომ დის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის ბრალდებულს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

     წარდგენილი ბრალის თანახმად, ვ. მ.-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

     საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 5 ივლისს, თბილაისში, საცხოვრებელ სახლში, უსიამოვნო საუბრით განაწყენებულმა 1940 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა უმწეო მდგომარეობაში მყოფ დას, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გადაადგილდებოდა, ხის ჯოხისა და სახრახნისის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიყენებული მრავლობითი ტრავმების შედეგად, 2017 წლის 12 ივლისს დაზარალებული გარდაიცვალა.

     სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან, ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 

     სასამართლომ, ბრალდებულს ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно